ეკლერი ან შუ
მოგიყვებით ჩემი გამოცდილების შესახებ, სანამ შევჩერდი სასურველ დოზირებაზე ბევრი ინგრედიენტი გავაფუჭე, მაგრამ ახლა მინდა შემოგთავაზოთ ყველაზე კარგი ცომი, რომელიც არ გიღალატებთ. ამ რეცეპტს ყოველთვის ვზომავ ჭიქით და არა სასწორით, თქვენ კი გირჩევთ იქონიოთ ჭიქა 250 მლ მოცულობის, რომელიც დაგეხმარებათ ამ საქმეში.
ცომი:
🍡3 ჭიქა სითხე (2 რძე, 1 ჭიქა წყალი)
🍡200 გ კარაქი
🍡მარილის მწიკვი
🍡4 ჭიქა ფქვილი
🍡11 კვერცხი "1" კატეგორიის ან 10 კვერცხი "0" კატეგორიის
ცომის მომზადება საკმაოდ ადვილია, კარაქს დავუმატოთ რძე/წყალი ან მხოლოდ წყალი, სხვათაშორის წყალზე მოზელილი ცომი ძალიან მიყვარს, შესაბამისად ხარისხზე არ იმოქმედებს. შემდეგ ვამატებთ მწიკვ მარილს და ვდგავთ ცეცხლზე. როგორც კი ადუღდება ვუმატებთ ფქვილს, აუცილებლად ერთჯერადად! ეს მნიშვნელოვანია! ამის მერე ცეცხლს ვაყენებთ მინიმალურზე და ვიწყებთ მორევას. ვურევთ იქამდე სანამ ყველა კორკოში არ გაიხსნება და ცომი არ შეიკვრება გუნდათ. ამის მერე ამ ცომს ვატრიალებთ და ვბრაწავთ ყველა მხრიდან, ასე ვაშრობთ ზედმეტ სითხეს, როგორც კი ქვაბის ძირზე ნახავთ მიკრულ ცომს გამორთეთ ცეცხლი, ეს იმის ნიშანია, რომ ცომი საკმარისად მშრალი და შეკრულია! ამ ეტაპზე გუნდას ვტოვებთ 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ ოდნავ გაგრილდება. მერე უნდა შევათქვიფოთ თითო თითო კვერცხი, სულ დავუმატე 11 კვერცხი "1" კატეგორიის, მაგრამ თუ გაქვთ "0" კატეგორიის კვერცხები დაუმატეთ 10 ც.
ამ ცომზე შემიძლია ბევრი რამ დავწერო, მაგრამ არ ვიცი იქნება თუ არა თქვენთვის საინტერესო ან სასარგებლო, მომწერეთ კომენტარებში, თუ დაგრჩებათ კითხვები, აუცილებლად გიპასუხებთ
როდესაც ცომი უკვე მზად არის, ვამზადებთ სინს, შეგიძლიათ დაუფინოთ სილიკონის ნოხი, ან პერგამენტის ქაღალდი, ან თუნდაც წაუსვათ ზეთი თხლად. გვერდზე დადეთ ჭიქა ცივი წყლით, წყალი დაგეხმარებათ ამ ცომის მართვაში, თუ სადმე გასასწორებელი გაქვთ ან დაუზიანებლად მოსაჭრელია მაშინ თამამად შეიძლება ამ მანიპულაციის გაკეთება სველი დანით.
რაც შეეხება ფორმას რითაც ვსვავ ეკლერს, ეს არის დახურული 6 წვეტიანი ვარსკვლავი, ტომარა უნდა იყოს აუცილებლად კარგი ხარისხის, იმიტომ რომ ცომი მძიმეა და დაჭერის დროს არ უნდა გაგისკდეთ.
დავსვათ ეკლერები ერთმანეთისგან დაშორებით, იმიტომ რომ ისინი იზრდებიან ზომაში, რათა არ შეეხონ ერთმანეთს და არ დარჩნენ გასაშრობი, თქვენც დასვით განშორებით!
ვაცხობ შუს და ეკლერს 200 გრადუსზე 32-35 წუთის განმავლობაში, არანაირი კონვენცია, არანაირი გრადუსების დაწევა, აუცილებლად ფეჩი უნდა იყოს გახურებული
გამომცხვარი მაშინ ითვლება, როდესაც გვერდები აქვს შებრაწული, ანუ გამომცხვარი, თუ გვერდი რჩება ხაზივით და თქვენ გამოიღებთ ფეჩიდან, მაშ იცოდეთ, რომ ისინი დარბილდებიან და ჩავარდებიან
რაც შეეხება კრემს, მოხარშულ ცომს უხდება მოხარშული კრემი, წაუსვით ნებისმიერი მოხარშული კრემი, ჩემს გვერდზე დევს უამრავი მოხარშული კრემი, როგორც კლასიკური, ასევე კვერცხზე, ასევე შესქელებული რძეზე და ა.შ.
ზემოდან ვუსმევ მინანქარს, ამ ჯერად მინანქარი მოვხარშე ფქვილზე, ასევე იხილეთ ჩემს გვერდზე არაჟნის მინანქარი და ჩემი საავტორო მინანქარი
თუ კიდევ დაგრჩათ კითხვები მომწერეთ, მე კი შევეცდები თქვენს დახმარებას ♥️
#შოკოლადისმინანქარი #მოხარშულიკლასიკურიკრემი #მოხარშულიკრემი
#შუ #ეკლერი
Ещё видео!