მარტივი გაქართულებული პესტო
გამოგვყევით:
facebook: [ Ссылка ]
instagram: [ Ссылка ]
---------------------------------------------------------------
ინგრედიენტები:
ბაზილიკი - 80გ (ან ოხრახუში, თუ ბაზილიკი არ გაქვთ)
ოხრახუში - 40გ (ან ქინძი, თუ ბაზილიკი არ გაქვთ)
გრანას ტიპის ყველი (პარმეზანი, გრანო პადანო, გრან რეგალე და ა.შ) – 25-30გ
ნიგოზი (კარგად გამომშრალი, მინიმუმ 4 თვის მაინც) - 30გ
ნიორი - ნახევარი კბილი ან 6-7 გ
ლიმნის წვენი ან თეთრი ყურძნის ძმარი - თუ ლიმონი 13-15მლ თუ ძმარი 10-12მლ
ზეითუნის ზეთი - 70მლ მაგრამ, თუ ნიგოზი ოდნავ ახალგაზრდაა + 30მლ დაამატეთ, რომ ნიგოზის გემო დააბალანსოს
ზღვის მარილი - 3-4გ (იდეაში ყველა მარილი ზღვისაა, უბრალოდ ზღვა წავიდა და მარილი დატოვა ☺
მოდი, დავუშვათ, რომ გეზარება მაღაზიაში გასვლა და მზა პესტოს ქილის ყიდვა.
ან, იქნებ ავთენტური იტალიური გემო არაა შენი და გირჩევნია ქართული გამოსავალი მოძებნო..
ჩვენი იმედი გქონდეს. პროცესი მარტივია, ჩოპერში, ან ქვასანაყში(თუ ბოლომდე ავთენტური ხერხით გსურს დამზადება) მოათავსეთ მწვანილები, გრანას ტიპის ყველი, ნიგოზი, ნიორი, და გაართგვაროვანე ზეთთან ერთად. შეგიძლია სხვა ზეთიც იხმარო, ბურთი და მოედანი შენია.
ასევე, შეგიძლია საერთოდ სხვა მწვანილი, თხილი, სხვა ყველი გამოიყენო. მთავარია, პროპორცია დაიცვა.
პატარა რჩევას მოგცემ: თუ უშუალოდ გაკეთების მომენტში, გემოს მარილი აკლია, ეს ხდება ზეთის გამო. ზეთი უშლის ხელს მარილს გახსნაში, ამიტომ ზეთს რამდენიმე სააათი ჭირდება, რომ კარგად გაიხსნას. ამიტომ, ეცადე არ გადაამლაშო.
ახლა რასაც ვიტყვი, შეიძლება არც ისე ძალიან მოგეწონოს ☺ - თუ სახლში პარმეზანი არ გაქვს, მაღაზიაში წასვლა მაინც მოგიწევს..
მაგრამ, ჩემპიონი ხარ, და ვიცი პესტოს მზა ქილა აღარ დაგჭირდება ☺
ჰო, და შენ მიერ დამზადებული სოუსი მაცივარში შეგიძლია 5-6 დღის განმავლობაში შეინახო.
Music: audio network
Ещё видео!