ლუკას თუ დაუჯერებთ, შეფების დესტრუქციულ ხასიათზე გაღვიძება, რომელიმე ქართული, ტრადიციული კერძის ახლებურად ამოყირავებას უნდა ნიშნავდეს. 🤪
📹 ამჯერად, ოსტრი მოექცა კამერების მთავარ ფოკუსში.
გამოგვყევი:
instagram: [ Ссылка ]
facebook: [ Ссылка ]
tiktok: [ Ссылка ]
#რეცეპტი #ოსტრი #ლუკასეული #ხორცი #შეფქეივი
---------------------------------------------------------------
ოსტრის დასამზადებლად, დაგვჭირდება საქონლის კისერი და სუნელების ბაზა :
• 240 გრამი დაღერღილი წიწაკა
• 60 გრამი შებოლილი წიწაკა
• 300 გრამი ნიორი
• უცხო სუნელი
• ქინძი
• მარილი
• ყვითელი ყვავილი
ამ ყვეკლაფერს ამოვურევთ და გავატარებთ ხორცის მანქანაში ორჯერ.
Next! - პომიდორი დავმდუღროთ და გავაცალოთ კანი.
ასევე, დაგვჭირდება 400 გრამი ხახვი.
ქვაბში მოვათავსოთ ზეთი, შემდეგ პომიდვრები გავასუფთავოთ, დავკეპოთ, და დაბალ ან საშუალო ცეცხლზე დავდგათ.
შემდეგ, 1 კგ ხორცი - კისრის ნაწილი დავამუშაოთ , ტაფაზე მოვბრაწოთ, ხოლო მიმწვარი ცხიმი გამოვიყენოთ ხახვის კარამელიზაციისთვის.
20 წუთი დუღილის შემდეგ დავამატოთ: მარილი, ქინძი, უცხო სუნელი და დაფნის ფოთლები.
30-40 წუთის შემდეგ, დავჭრათ 12 გრამი ქინძი და 18 გრამი ოხრახუში. ასევე, ჩავამატოთ ჩაშუშულს და ცეცხლიდან გავთიშოთ.
კერძი მზადაა სერვირებისთვის.
თქვენ კიდევ, ნამდვილი ჩემპიონები ხართ!
ლუკა
Ещё видео!