დედაქალაქში სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტები რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
მანიფესტაციის მონაწილეები სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტებით ვაკის პარკთან შეიკრიბნენ და მთავრობის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ევროპული კურსიდან გადახვევა, სამედიცინო სფეროსთვის ნიშნავს სამეცნიერო კვლევებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას და ზოგადად ევროპული მედიცინისგან ჩამოშორებას. მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული მოქალაქეები.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - [ Ссылка ]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - [ Ссылка ]
გამოიწერეთ ჩვენი არხი - [ Ссылка ]
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
Ещё видео!