ტექსტი : (გელა დაიაური)
გუდანის ჯვარი
სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენი იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია
ჟამმა გზა-ბილიკებს უცნობს...
არც შენ დაბერდი გუდანის ჯვარო
არ დაგიბერდეს ყმანია
შენს კარზედ აუარებლად
საკლავიც მოგვიყვანია
დიდია გუდანის ჯვარი
თანაც ბევრი ყავს ყმანია
მის კარზედ შემოვკრებილვართ
ფიცვერცხლ ნაჭამი ძმანია
ნეტავ, რა ხმა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაჰბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო.
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აქ აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია,
ბეჭებგაბზარული მუცო.
გამათიბე ჩემო ცელოო,
ქადას გამოგიცხობენო
ქუჩნი ჩამამცდეს წკმუტუნითაო,
ცხენის ნალებით დატუქსვილნიო.
Ещё видео!