მადლობა ყველა მსმენელს და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა ❤️
ტექსტი
ბედისწერას ჩემსას ვერსად დავემალე მე,
ობოლი ვარ ქუჩა-ქუჩა ვათენებ და ვაღამებ,
მარტოდ დავდივარ, დავიარები,
გულში ბევრი ჭრილობა მაქვს ნაიარევი.
ახალი წლის ღამეა და ყველა ნატრობს ბევრს,
ზოგი ნატრობს სიმდიდრეს და ზოგი უფრო მეტს,
სადღაც ქუჩაში ობოლი მღერის,
და მის ბედის იარა არაფერს ელის.
ბედისწერას ჩემსას ვერსად დავემალე მე,
ობოლი ვარ ქუჩა-ქუჩა ვათენებ და ვაღამებ,
არვის ადარდებს სანთელი ქრება,
ვიღაც იცინის ვიღაცა კვდება
მენატრები, უსასრულოდ მენატრები,
ტიალ ფიქრებს ვერაფერი მოერევა,
დაღამდება, ძველებურად მემალები,
თეთრი მთვარე მტირალ ტირიფს მოეხვევა
შენზე ფიქრებს ბობოქარ ზღვას მოვუყვები,
მე კვლავ ისევ უშენობა მელოდება,
შავ მორევში შავი ფიქრით ჩავეშვები,
აღელდება ზღვა, საოცრად აღელდება.
მე კი ისევ გელოდები, დავიღალე,
შენ მითხარი, დრო ყველაფრის მკურნალია,
რა ვქნა, თუ მეც ამ დიდ დროში დაგეკარგე
ალბათ, მოხვალ, სიყვარულზე მომიყვები
ტექსტის ავტორი: კონსტანტინე ჯაფარიძე
Ещё видео!