Vodka Vtraiom - Natsrisferi
ტექსტი/Lyrics
დგახარ მარტო ქუჩაში და ეძებ შენს თავს
შენ არავის ჰგავხარ, არც არავინ გგავს
არ ხარ შავი და არ ხარ თეთრი
ხარ რაღაც რუხი, ნაცრისფერი
შენი ფერი....
ნაცრისფერი...
ყოველი დღე...
ერთნაირი...
დილით ადრე იღვიძებ და გვიან ღამით წვები
უაზროდ დაეხეტები, გეკარგება წლები
დაგეკარგა ხალისი, გაგითეთრდა თმები
შიშის ზარი გცემს როცა უკან იხედები
იხედები...
შენი წლები...
დაკარგული....
იმედები...
მე ვიცი ვკვდები
მე ვიცი ვკვდები
უკვალოდ ვქრები
უკვალოდ ვქრები...
ზოგჯერ ხარ წმინდანი, ზოგჯერ ხარ მკვლელი,
ზოგჯერ იბრძვი გმირვით, ზოგჯერ იმალები,
ერთი კითხვა გაწუხებს, მუდამ პასუხს ელი,
ვინ ხარ სინამდვილეში, ადამიანი თუ მგელი
თუ მგელი...
ნაცრისფერი...
პასუხს ელი...
მუდამ ელი...
მე ვიცი ვკვდები
მე ვიცი ვკვდები
უკვალოდ ვქრები
უკვალოდ ვქრები...
Ещё видео!