ბალტიისპირეთის ქვეყნებმა კი სანქცირებულ პირთა სია გააფართოვეს.
თუ 2 დეკემბერს ესტონეთმა ლიეტუვამ და ლატვიამ სავიზო შეზღუდვები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრს და უწყების ცხრა მაღალჩინოსანს დაუწესეს, დღეს სია გაფართოვდა და ამჯერად ესტონეთმა და ლიეტუვამ სავიზო შეზღუდვები პრემიერ ირაკლი კობახიძეს, თეა წულუკიანს, აქციებზე დაკავებული მოქალაქეების საქმეთა განმხილველ მოსამართლეებს, ყოფილ გენ პროკურორს, სუს-ის ხელმძღვანელს და სხვა პირებს დაუწესეს. მიზეზად საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა და ადამიანების უფლებების უხეში დარღვევა სახელდება. გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომებით არ პასუხობს ოფიციალური თბილისი. „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ ზომებს პროვოკაციად აფასებენ და ამბობენ, რომ ორივე სახელმწიფოსთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში რჩებიან. სანქციებს „ქართული ოცნების“ არასწორ პოლიტიკას უკავშირებს ოპოზიცია და იმედოვნებს, რომ მსგავს ზომებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც მიიღებენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - [ Ссылка ]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - [ Ссылка ]
გამოიწერეთ ჩვენი არხი - [ Ссылка ]
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
Ещё видео!