შეუძლებელია არ გახსოვდეთ ოდრი ჰეპბერნი შავი კაბით და გრძელი მუნდშტუკით. სხვა ყველაფერი თუ დაგვიწყდათ ფილმიდან, ოდრი არ დაგავიწყდებათ. გაგახსენდებათ მისი სილაღე, ზერელე ხასიათი და სევდა. ჰოლი აუცილებლად შეგიყვარდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ის ზოგჯერ უსინდისო გაიძვერაა.
ის არაპროგნოზირებადი, არაორდინალური და თავქარიანია. მუდმივად ხმაურობს, გვიან ბრუნდება სახლში და სკანდალები უყვარს. ცხოვრებაც საკუთარი ოთახივით არეული აქვს. “არაფერი მინდა იქამდე, ვიდრე არ ვიპოვი ადგილს, სადაც მე და ჩემი ნივთები ერთად ვიქნებით. არ ვარ დარწმუნებული რომ ვიცი ეს რა ადგილია, მაგრამ წარმომიდგენია როგორია”- ასეთი ადგილი მისთვის ტიფანია.
მთავარი პერსონაჟი გვაფრთხილებს, რომ ,,არასოდეს შეიყვაროთ ველური არსება. რაც უფრო მეტად გეყვარებათ, მით უფრო გაძლიერდება ის. ხოლო როდესაც ძალას მოიკრებს, ტყეს შეაფარებს თავს. ან ხეზე აფრინდება. შემდეგ - უფრო მაღალ ხეზე. ბოლოს კი - ცაში.”
ბექა მაისურაძის სიუჟეტი
04.06.2015
© GDS TV
Ещё видео!