რუსთაველზე მომიტინგეები მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ხელოვნურ ბარიკადებს სხვადასხვა ადგილზე აწყობდნენ. დილის შვიდ საათზე სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრებული აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე გაისმა გამაფრთხილებელი ხმა, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებდა. საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე აღმართული ხელოვნური ბარიკადები გაარღვიეს. მათ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ასევე, ცრემლსადენი გაზი, სპეცრაზმი გამოჩნდა ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზეც, სადაც მომიტინგეებს ასევე ხელოვნური ბარიკადები ჰქონდათ აღმართული. პარალელურად, დაიწყო მომიტინგეების დაკავება, რა დროსაც ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეთა ცემის ფაქტებს. არიან დაშავებულები მათი ნაწილი კლინიკებში გადაიყვანეს. მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ვითარება პერიოდულად იძაბებოდა. მომიტინგეებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე ბარიკადები სხვადასხვა საგნებისგან მოაწყვეს. სხვადასხვა ადგილზე ცეცხლი ეკიდა დემონსტრანტების მიერ აღმართულ ბარიკადებს. აქციის მონაწილეები ძირითადად ნაგვის ურნებს წვავდნენ. რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება, დააზიანეს სასწრაფო დახმარების მანქანა, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში დემონსტრანტები ისროდნენ პიროტექნიკას, პერიოდულად მოლოტოვის კოქტეილებს. სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს გაზის კაფსულებს, წყლის ჭავლს და წიწაკის სპრეის იყენებდა. დაკავებებისას სპეცრაზმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მომიტინგეების ცემის ფაქტებს. ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, რომლებიც დაშავებულებს პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევდნენ. პროტესტის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ პერიოდულად ტოვებენ ტერიტორიას, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ისევ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ბრუნდებოდნენ. სპეცრაზმმა რუსთველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაშლისკენ, დაახლოებით, დილის 07:00 საათისთვის მოუწოდა და აქციის დაშლა დაიწყო. მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოიყენეს სპეციალურ საშუალებები. თავის მხრივ, დემონსტრანტები სპეცრაზმელების მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო განცხადება გვიან ღამით გაავრცელა. მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, აქცია გაცდა შეკრება-მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი. მისი თქმით, დემონსტრანტებმა. პარლამენტისკენ ისროლეს პიროტექნიკა. დააზიანეს სამუშაო ოთახის ფანჯრები, პარლამენტში გაჩნდა ხანძარიც.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - [ Ссылка ]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - [ Ссылка ]
გამოიწერეთ ჩვენი არხი - [ Ссылка ]
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
Ещё видео!