ფუნდამენტური რეფორმა თავდაცვის სამინისტროში – უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღეს შეიარაღებულ ძალებში მოსალოდნელი რეფორმა განიხილეს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში იქნება დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობა.
საბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ შეიარაღებული ძალები უფრო მობილური და ბრძოლისუნარიანი გახდება. ყველა რეფორმის შემუშავებისთვის თავდაცვის მინისტრს დღეს ვადაც განესაზღვრა. დაახლოებით ერთ თვეში საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს.
დღესვე პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალ სამიტამდე კვლავ მტკიცე პოზიცია აქვს, რაც ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს.
Ещё видео!