გუშინ ვერ დაბრუნდა ბავშვობა ომიდან,
დღეს რომ ვერ გვიხმარეს, შემოგვდგნენ წიხლებით,
ხვალ, ალბათ გამოვალთ როდისმე კომიდან,
ზეგ ჯერ არ მოსული სიბერით ვიღლებით.
რა გვახსოვს, ტვინების ღვრა თავის ქალიდან,
და ნატყვიარები ხერხემლის მალებში,
ვერა ვერ ამოხვალ შენ ჩვენი ვალიდან,
ღმერთო, და ვერასდროს ჩაგვხედავ თვალებში...
მის: ისევ ომიდან, ისევ შორიდან მოვალ და ლამაზ ყვავიელბს მოგიტან (მე). X4
მე გპირდებოდით რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებდნენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები,
ჩემს შეპირებას ანადგურებდნენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
ხო, მაპატიეთ, თქვენ მაპატიეთ,
დანაშაული არ დაბრუნების.
მის: სისხლი ქართულია, სული ქართულია
გრძნობა დართულია ნება დართულია.
სიხლი ქართულია, გული ქართულია
სული ქართულია, ნება დართულია.
ოცნება ქართულია, ოცნება ქართულია
სული ქართულია, ნება დართულია.
მოდით და სუყველამ ამოვიღოთ ხმა,
მოდით და სუყველამ ერთიანად ამოვიღოთ ხმა.
Ещё видео!