ოპოზიცია პოლიტიკური კრიზისის და დაძაბულობის განმუხტვის ერთადერთ გზად ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ასახელებს.
მიზნის მიღწევა ხელისუფლების ოპონენტებს უწყვეტი პროტესტით და მმართველ გუნდზე საერთაშორისო ზეწოლით ესახებათ. სამოქმედო სტრატეგიის ნაწილია საყოველთაო დაუმორჩილებლობა და გაფიცვაც. პოლიტიკური აქტორები დასავლეთიდან კონკრეტული ზომების მიღებას ელოდებიან. აქცენტი პერსონალური სანქციების ამოქმედებაზე კეთდება. რეზონანსი გამოიწვია ექს-პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებამ, რომელიც პროტესტის პირველი ფაზის 20 იანვრამდე, ანუ ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე დასრულებას ეხება. ხელისუფლება 28 ნოემბრის შემდგომ განვითარებულ პროცესებს რევოლუციის მორიგ მცდელობად აცხადებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - [ Ссылка ]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - [ Ссылка ]
გამოიწერეთ ჩვენი არხი - [ Ссылка ]
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
Ещё видео!