უკვე ოთხ საათზეა მეტია, რაც მაშველები ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში მეწყერში მოყოლილ ერთ ადამიანს ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სპეციალურმა ჯგუფმა უკვე მიაგნო საყარაულო ჯიხურის ნაწილს, რომლშიც, სავარაუდოდ, 58 წლის მამაკაცია ჩარჩენილი.
სამუშაოების მიმდინარეობისას მეწყერში დაკარგულის ოჯახის წევრებსა და მაშველებს შორის ინციდენტიც მოხდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებით უკმაყოფილო დაკარგულის ახლობლებმა დამატებითი ტექნიკის გამოყენება მოითხოვეს, რასაც მხარეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
Ещё видео!