რუსთაველის გამზირზე ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის ფაქტზე
რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული პირები ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ამასთან, შსს-ს ცნობით, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე ფიზიკური დაპირისპირება აქციის მიმდინარეობის პარალელურად მოხდა.
უცნობი პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, მედიის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები ტერიტორიიდან გაიყვანეს, თუმცა, როგორც მოგვიანებით შსს-ში განაცხადეს, ისინი დაკავებულნი არიან.
ამასთან, ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სწორედ აღნიშნული პირები ფიგურირებდნენ მანამდე მეტროში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - [ Ссылка ]
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - [ Ссылка ]
გამოიწერეთ ჩვენი არხი - [ Ссылка ]
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
Ещё видео!