ჯაბა იოსელიანი და გურამ მგელაძე ერთად სუფრაზე. მოსკოვი, 1988წ.
რამაზ ჩხიკვაძე მღერის, ნანი ბრეგვაძე უკრავს, ეს პარტიული ბელადის, გურამ მგელაძის ორგანიზებული ღონისძიებაა მოსკოვში, თავის სახლში. ამ ღონისძიებაზე, სხვა რამეც არის ძალზედ საინტერესო. როგორც თბილისში, ასევე პარალელურად მოსკოვში მცხოვრები, პარტიული ლიდერი და კრემლის მხრიდან, საქართველოს საქმეების ერთ-ერთი კოორდინატორი, საბჭოთა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის, პირველი მოადგილე გურამ მგელაძე, მოსკოვში თავის მეგობარ ჯაბა იოსელიანთან ერთად აღნიშნავს და ქეიფობს, რომელიც გვერდით უზის, 1988წ. მისთვის "სოციალისტური შრომის გმირის" ორდენის მინიჭებას. ჯაბა იოსელიანი ცხოვრების ბოლო პერიოდში, არც მალავდა გურამ მგელაძესთან ადრინდელ ურთიერთობებს. საინტერესო აქ ის არის, რომ ამ დროს 1988წ. ჯაბა იოსელიანი ინტენსიურად იწყებს ქართველი დისიდენტების წრეში ტრიალს, ამავე პერიოდში, გურამ მგელაძის დაკვეთით, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგაც, გარკვეულ ცილისწამებლურ პროპაგანადასაც ეწეოდა ხოლმე, საწყის ეტაპზე ჯერ ვიწრო წრეში და განსაკუთრებით გარკვეული ავტორიტეტის მქონე ახალგაზრდობაში. 1989წ. 9 იანვარს, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრების: გ. მამულიას, ზ. ჭავჭავაძის, თ. ჩხეიძის მოწვევით, დისიდენტების ერთ-ერთ ვითომ დახურულ შეკრებაზე, ზ. გამსახურდიას წინააღმდეგ გამართულ ე. წ. "ღირსების სასამართლოზეც" კი გამოჩნდა და გამსახურდიას ოპონენტების დასაცავადაც, სპეციალურად სიტყვაც კი წარმოათქმევინეს კიდეც. იმ ვითომ საიდუმლო შეკრების ვიდეო კი, მეორე დღეს, თურმე კაგებეს ედო მაგიდაზე. შემდეგ ვითომ, მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერების დისკრეტიზაციის მიზნით, კომუნისტურმა მთავრობამ "ღირსების სასამართლოს" ფირი ტელევიიზიითაც აჩვენეს. თუმცა შედეგს მაინც ვერ მიაღწიეს.
აქ კი ამ ვიდეოში, საინტერესო ის არის, რომ დისიდენტებთან და ეროვნული მოძრაობის ლიდერების წრეში მოტრიალე კაცს, რა უნდა უნდოდეს კაგებესა და კრემლის ემისარ, ედუარდ შევარდნაძის მეგობარ, აგრეთვე გორბაჩოვის გარემოცვასთან დაახლოვებული, საბჭოთა საქართველოს მთავრობის თავჯდომარის პირველი მოადგილისა და კომპარტიის ცკ-ს ბიუროს წევრის, გურამ მგელაძის გვერდით. ეს მაშინ, როცა დისიდენტებთან ურთიერთობა სამღვდელოებასაც კი, აკრძალული ჰქონდათ. ჯაბა იოსელიანი კი, გურამ მგელაძის გვერდით ზის და ამავე დროს გარკვეული დისიდენტების წრეში ახერხებდა კიდეც ტრიალს. 1989წ. გამსახურდიას მიმართ ლოიალურად განწყობილი, "თეთრი გიორგის" რიგებში, განხეთქილება შეაქვს და ახალი ორგანიზაციის სამხედრო ფორმირება მხედრიონის ლიდერიც ხდება, რომელსაც 1989წ. საბჭოთა საქართველოს მთავრობიდან თავად გურამ მგელაძევე უკანონებს. ედუარდ შევარდნაძის უახლოესი მეგობარი, ეს ის გურამ მგელაძეა, რომელიც მანამდე მხედრიონსაც აფინანსებდა და რამოდენიმე ხნის შემდეგ 1991წ. თბილისში პუტჩის ორგანიზებაში მოსკოვიდან, რომ ფინანსურადაც ეხმარებოდა თბილისში პუტჩისტებს.
ავტორი: დანიელ სავანელი.
P. S. აქედანაც ნათელია, ჯერ კიდევ მაშინ, 1991წ. პუტჩამდე, რატომ ურთიერთობდნენ განსაკუთრებით ჯაბა იოსელიანთან ზოგიერთნი, "წითელი ინტელიგენციის" მხრიდან: მსახიობები, რეჟისორები და კიდევ სხვა მრავალნი. როცა კრემლთან ძალიან დაახლოვებული და თანაც უკვე იმ დროს ფინანსისტიც გურამ მგელაძე შენი მეგობარია, რა თქმა უნდა "წითელი ინტელიგენციაც" შეეცდებოდა შენთან განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარებას, მითუმეტეს საბჭოთა უშიშროების სუკ-ის სურვილიც, ხომ ეს უნდა ყოფილიყო.
Ещё видео!