პარასკევს, 15 მარტს, 19:00 საათზე, ''წიგნის სახლში ბახტრიონზე'' გაიმართა ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის ლექცია ხორხე ლუის ბორხესის შემოქმედებაზე.
არგენტინელი მწერალი ხორხე ლუის ბორხესი 1899 წელს დაიბადა ბუენოს-აირესში. მას ახალი ლათინოამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ დამაარსებელს უწოდებენ. მკითხველებისა და კრიტიკოსების დიდი ნაწილი კი ბორხესს უნივერსალურ მწერლად მიიჩნევს.
ბორხესის მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებიც მრავალი სიმბოლოთი თუ ალუზიითაა სავსე, ლიტერატურულ ლაბირინთებს ადარებენ. მხატვრული პროზის გარდა მწერლის შემოქმედება მოიცავს ფილმებისა და წიგნების კრიტიკას, დეტექტიურ რომანს, მოკლე ბიოგრაფიებს, ფილოსოფიურ ესეებს მეტყველების, დიალოგის შესახებ და სხვ.
Ещё видео!