მადლობა ყველა მსმენელს. მოიწონეთ სიმღერა და გამოიწერეთ არხი.
ლექსი - „გაგაოცო“
ლექსის ავტორი: ვერა გურული (ვე რა)
ტექსტი:
მთებს ედება ნისლები და მთვარის შუქი..
მხოლოდ ერთი იმედიღა მაბადია,
რომ მიპოვნი და ქარიშხლებს დამიამებ.
დარდი არა მხოლოდ მთვარის საბანია.
სულის ტკივილს ნაფეხურად აჩნდა სიტყვა,
მივდივარო! ასე როგორ გამიმეტე,
მზეს გავხედე, ცრემლი რომ არ შეემჩნია.
მშვიდობით თქო! იავნანად დაგიმღერე.
ხელის გულზე ნაკვალევი შენი კოცნის.
თმის სურნელში გახლართული გვირილები.
ვერაფერმა გადაწონა, ვერ წაშალა,
მარტოობის მწუხრის ფერი ტკივილები.
აბა მეტი რაღა გითხრა? გაგაოცო.
თითის წვერებს შეხება რომ ელანდებათ.
რაც წახვედი ყოველ დილით თენდება და
მე კი მაინც გათენება მენატრება...
Ещё видео